ფოთში გამოკვლეული 48 ბიოლოგიური ნიმუშიდან, ყველას პასუხი უარყოფითია
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი 48 პირის ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგი ცნობილია და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
„ჩვენ გამოვიკვლიეთ 48 პირი. ისინი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან.
აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით განხორციელდა. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.