ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის გაგზავნილი, ფოთის კლინიკის ორი თანამშრომლის ანალიზის პასუხი ცნობილია. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
„ფოთში ორ პირს ჩაუტარდა კვლევა. ისინი კლინიკის თანამშრომლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით განხორციელდა. საბედნიეროდ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.