ფოთში გამოკვლეულ 59 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთში გამოკვლეულ 59 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთში გუშინ გამოვლენილი კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტები ცნობილია. გამოკვლეულთაგან არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეპიდკვლევა კვლავ გრძელდება.

„გუშინ 59 ადამიანი დაიტესტა, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ ვირუსით ინფიცირებულთან. პასუხები ცნობილია. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს „კოვიდ 19“ არ აღმოაჩნდა. ჯერჯერობით კვლავაც დაუდგენელია, სად და ვისგან გადაედო მას კოვიდი“, –  განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ.