საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთში 54 პირის „პისიარ“ კვლევის კვლევის შედეგი მიიღეს. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. გამოკვლეული პირები პირველადი ჯანდაცვის სფეროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ასევე თვითიზოლაციაში მყოფი პირები არიან.
მხეიძის თქმით, მათი ნიმუშები ლაბორატორიაში კვლევისათვის დღეს დილით გაიგზავნა.
„ჩვენ გამოვიკვლიეთ 54 პირი. 50 პირველადი ჯანდაცვის სფეროს, პოლიკლინიკების, ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ორი კი თვითიზოლაციაში მყოფი პირია. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით განხორციელდა. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.