საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი 101 პირის კვლევის შედეგი ცნობილია. ახალი კორონავირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა. ისინი ჯანდაცვის სფეროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან.
მხეიძის თქმით, ნიმუშები ლაბორატორიაში კვლევისთვის გუშინ გაიგზავნა.
„ჩვენ გამოვიკვლიეთ 101 პირი. ისინი ჯანდაცვის სფეროს, ასევე სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით განხორციელდა. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.