ფოთში გაფორმების ეკონომიკური ზონის 65 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი გაფორმების ეკონომიკური ზონის თანამშრომლების ანალიზის პასუხი ცნობილია. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
„ფოთში დავტესტეთ გაფორმების ეკონომიკური ზონის 65 თანამშრომელი. პასუხები უკვე ცნობილია. ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით განხორციელდა”, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.