ფოთში გადამზიდავი კომპანია „ბარვილ ჯორჯიას“ თანამშრომლები გაიფიცნენ
ფოთში შპს „ბარვილ ჯორჯიას“ თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების მომატებას, უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებასა და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ.
გაფიცულებს დღეს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
„აღნიშნული კომპანია საკონტეინერო გადაზვიდვებს ახორციელებს. გვაქვს დაბალი ხელფასები და ვითხოვთ გაზრდას. კადრები საკმარისი არ არის. ხუთი წელია, ვმუშაობთ 12 საათიან ცვლაში, გვიწევს 11 საათი მუშაობა ერთი საათი შესვენებით და გვინაზღაურებენ 10 საათის ნამუშევარს. უსაფრთხოების ნორმები არის გასაუმჯობესებელი. წერილობით მივმართეთ ხელმძღვანელებს, მაგრამ უარყოფითი პასუხი მივიღეთ. თუ არ გაკმაყოფილებთ ჩვენი პირობები, გააჩერთ მუშაობაო. ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა, ასე გავაგრძელებთ,“- განაცხადა ,,ბარვილ ჯორჯიას“ გამშვები ბიუროს ოპერატორმა, გიორგი ებრალიძემ
შპს ,,ბარვილ ჯორჯიას” ადმინისტრაციას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.