ფოთში, ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტში ხანძარი იყო.
თვითმხილველების თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ გამწოვიდან გავრცელდა. იყო ძლიერი კვამლი. ხანძრის შედეგად, ობიექტში განთავსებული ინვენტარი დაზიანდა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფმა ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად შეძლო.