ფოთში, ე.წ. ზებრა გადასასვლელზე მამაკაცს მანქანა დაეჯახა
ფოთში, ქალაქის ცენტრში, ე.წ. ზებრა გადასასვლელზე 65 წლის მამაკაცს მანქანა დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ექიმების განცხადებით, პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და სრული გამოკვლევის შემდეგ შეფასდება მისი მდგომარეობა .
„112 -ის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევიდან, შემოყვანილ იქნა 65 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნება პოლი-ტრავმა, უტარდება შესაბამისი გამოკვლევები, სრული გმოკვლევის დასრულების შემდეგ შეფასდება მდგომარება“ ,- განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგნეიშვილმა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.