ფოთში, ე.წ. ცხელების კლინიკაში კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების კლინიკაში კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ.
პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. როგორც ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განაცხადა, პაციენტთა ანალიზების გაგზავნა ლაბორატორიაში ხვალ დილისთვის იგეგმება.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან ოთხი წლის გოგონა ოზურგეთიდან და 43 წლის მამაკაცი ფოთიდან. ხვალ მოხდება მათი დატესტვა და ბიოლოგიური მასალა გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ” კვლევისთვის. ორივე პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.