ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ზიანი მიადგა საქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილსაც.
ფოთის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან, აქტიურად მუშაობენ სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად და შემდგომი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება სამუშაოები.
„შექმნილია ჯგუფი, რომელიც ახორციელებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დათვლას და უმოკლეს პერიოდში გაიცემა კომპენსაციები“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.