ფოთში ძლიერი წვიმის გამო, ოთხი ქუჩა დაიტბორა.
დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოებიც. მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა გაუნადგურდა.
მათი თქმით, ყოველი უხვი ნალექის დროს, ამ პრობლემის წინაშე დგებიან.
ისინი ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.
„უჩვეულოდ ძლიერი ნალექი მოვიდა. დაიტბორა ქალაქის ოთხი ქუჩა. წყალმა შეაღწია ეზოებშიც. ამ წუთებში რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს. მიმდინარეობს ზარალის დათვლა“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, კახა მაშავამ.