ფოთში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი კორპუსის ნაწილს სახურავი გადახადა, დაზიანებულია ავტომანქანები
ფოთში წვიმამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა.
ძლიერმა ქარმა კოსტავას ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის ნაწილს სახურავი გადახადა, ასევე დაზიანებულია ავტომანქანები.
ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 27 ნოემბერს, დღის განმავლობაში 6-7-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, ხოლო საღამოს 5-6 ბალი იქნება. ასევე, დღის განმავლობაში იქროლებს ძლიერი ქარი, დროგამოშვებით ფიქსირდება უხვი ნალექი. სინოპტიკოსების განცხადებით, შტორმის სიმძლავრე ხვალიდან შედარებით დაიკლებს, ხოლო ძლიერი ქარი, სავარაუდოდ, სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.