ფოთში დღეს კორონავირუსის 11 შემთხვევა დაფიქსირდა. ჩატარებული კვლევიდან ექვსი დადებითი პასუხი დილით გახდა ცნობილი, ხუთი კივიდშემთხვევა კი, საღამოს დაემატა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან.
„ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა გრძელდება. ასევე, გრძელდება პისიარკვლევები. შესაძლოა, ინფიცირებულთა რიცხვი შეიცვალოს“, – აცხადებს ნანა მხეიძე.
ჯამში, ფოთში ინფიცირებულთა რიცხვი 117- შეადგენს, გამოჯანმრთელდა 38, თვითიზოლაციაში კი იმყოფება 162 პირი.