ფოთში ცხელების კლინიკის თერთმეტივე პაციენტის ანალიზის პასუხი უარყოფითია
ფოთში ცხელების კლინიკის თერთმეტივე პაციენტის ანალიზის პასუხი უარყოფითია

ფოთში, ცხელების კლინიკაში მოთავსებული თერთმეტივე პაციენტის ანალიზის პასუხი უარყოფითია.

შესაბამისად, არც ერთ მათგანს „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა.

„საბედნიეროდ, ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ პაციენტთაგან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. პასუხს ელოდნენ პაციენტები სოხუმიდან, ოზურგეთიდან და ზუგდიდიდან, მათგან ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.