ფოთში, ცხელების კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომებით 25 წლის პაციენტია მოთავსებული
ფოთში, ცხელების კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომებით 25 წლის ქალია მოთავსებული. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. მისი ანალიზი კვლევისათვის ლაბორატორიაში ხვალ გაიგზავნება.
რაც შეეხება გამოკვლეულ ოთხ პაციენტს, ცხელების კლინიკაში აცხადებენ, რომ მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
„გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ჩატარდა ოთხი პაციენტის ბიოლოგიური მასალის „პისიარ“ კვლევა. ესენი არიან – რვა თვის გოგონა, 32 წლის ქალი და 71 წლის მამაკაცი ფოთიდან. ასევე, 66 წლის მამაკაცი ოზურგეთიდან. ყველა მათგანს აღენიშნებოდა ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები. ამჟამად, ოთხივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.