ფოთში, ცხელების ცენტრში მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
საუბარია პირზე, რომლის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაიგზავნა. პაციენტი ფოთის ცხელების ცენტრში აბაშიდან შეიყვანეს.
„პაციენტს „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა. ახლა გადაწყდება, დავაბრუნებთ მას აბაშაში თუ ადგილზე, სტაციონარის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.