ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობამ მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილება გააპროტესტა
ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილებას აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, რის გამოც მოძრაობა ნახევარი საათის განმავლობაში შეფერხებული იყო.
მათი თქმით, ამავე უბანში მოქმედ კომპანიებში მომუშავე მძიმეწონიანი ავტომანქანებით სხვადასხვა ნივთიერების ტრანსპორტირება ხდება, რაც შესაძლოა ჯანმრთელობისთვის მავნე იყოს.
როგორც ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, ძლიერი ბიძგების გამო საცხოვრებელი სახლები იბზარება.
აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და ვითარებაში გარკვევას დაჰპირდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.