ფოთში ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ფოთში, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 179-ე – ყაჩაღობის მუხლით აღიძრა და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.
ფოთში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური 4 თებერვალს დააყაჩაღეს.