ფოთში, კოკაიას ხეივანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.
დაშავებული მძღოლია. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულს გულმკერდის ტრავმა და თავზე ჭრილობა აღენიშნება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაზიანებული მანქანიდან იღვრება საწვავი, რის გამოც სამართალდამცველები გამვლელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.