ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა გურიის ქუჩაზე მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, არასრულწლოვანს მანქანა მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა.
ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, 11 წლის მოზარდი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით მოათავსეს კლინიკაში. „მას ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.