ფოთში მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ის ზებრაზე გადადიოდა. ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
„სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილი 69 წლის ქალი მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში იმყოფება და მიმდინარეობს კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სტაბილურია. პაციენტი გონზეა. დანარჩენი კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.