ფოთში ავტობუსების ავტოპარკის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. პროექტი ავტოპარკის არსებული კონსტრუქციის დემონტაჟს, ტერიტორიაზე ბეტონის საფარის, სანიაღვრე არხების, ღობის, განათების მოწყობასა და სხვა სამუშაოებს ითვალისწინებს.
„სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება მრავალწლიანი შესყიდვის გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის ტრანსფერით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. ავტოპარკი იმ 10 ახალი ავტობუსისთვის შენდება, რომელიც ქალაქს „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამით“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით გადაეცემა“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამუშაოების ღირებულება 941 276 ლარს შეადგენს.