ფოთში, აკაკისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ქალი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანამ ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
„46 წლის ქალბატონი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. უტარდება ყველა საჭირო კვლევა და მკურნალობა. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და საჭიროებს დინამიურ დაკვირვებას“, – განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა თეა მიგინეიშვილიმა.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.