ფოთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა დაფიქსირდა პროცედურული დარღვევები.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში სულ 9 საჩივარია შესული.
„ძირითადად, ეს არის პროცედურული დარღვევები, რომელიც ფუნქციების გადანაწილებას ეხება. ერთ-ერთ საჩივარში კომისიის წევრის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის გატარებას ითხოვენ, რომელმაც უარი განაცხადა კენჭისყრაში მიეღო მონაწილეობა. ამასთან დაკავშირებით საოლქო დღის მანძილზე რეაგირებას გააკეთებს“, – აცხადებენ საოლქო კომისიაში.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.