ფოთში აქცია სახელწოდებით ,,გვახსოვდეს 8 აგვისტო“ გაიმართა.
ახალგაზრდებმა, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
2008 წელს ოკუპანტების მიერ ფოთის ნავსადგურში ჩამოგდებული ბომბების შედეგად 12 მოქალაქე დაიღუპა, 50 -ზე მეტი კი დაიჭრა.
დღესვე, ფოთის საკათედრო ტაძარში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
მოგვიანებით, აგვისტოს ომის 12 წლისთავისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.