ფოთში, 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების მემორიალთან ფოთის თეატრის მსახიობებმა ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ თბილისში აქციის მონაწილეებს, რომლებიც ოკუპირებული ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას მოითხოვენ.
როგორც ფოთის თეატრის დირექტორმა, თენგიზ ხუხიამ განაცხადა, აქციის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებმა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რომ ისინი მშვიდობისა და თავისუფლების მხარეს დგანან.
„ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლას, პირიქით, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე სამართლიანი და მშვიდობიანი ხერხებით და 100%-ით ვართ დარწმუნებულები, რომ მოვიგებთ ამ ომს, ზუსტად იმიტომ, რომ მშვიდობა ომზე მეტია! ამ აქციაში მონაწილეობა, ვფიქრობ, ეს თითოეული ქართველის მოქალაქეობრივი ვალია.“- აცხადებს თეატრის დირექტორი, თენგიზ ხუხია.