ფოთში 40 წლის ქალი მწვავე რესპირატორული ინფექციით გარდაიცვალა. ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, 40 წლის ქალს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„3 იანვარს კლინიკაში შემოვიდა 40 წლის ქალბატონი მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით, სუნთქვის უკმარისობით, პნევმონიით, ასევე აღენიშნებოდა ქრონიკული თანმხლები დაავადებები. გულის ქრონიკული უკმარისობა. მიუხედავად ჩატარებული ანტივირუსული და რეანიმაციული მკურნალობისა, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, 6 სამწუხაროდ, დაიღუპა“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.
ექიმების განცხადებით, ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით მკურნალობას 11 პაციენტი გადის. მათი მდგომარეობა სტაბილურია.