ფოთში ახალციხის თოჯინების თეატრმა სპექტაკლი „პატარა უფლისწული" წარადგინა
ფოთში ახალციხის თოჯინების თეატრმა, თოჯინური სპექტაკლი „პატარა უფლისწული” წარადგინა.
სპექტაკლი მსახიობ ლექსო ჩემიას პირველი რეჟისორული ნამუშევარია. თოჯინების მხატვარი კი, ვახო ქორიძეა.
სპექტაკლი შედარებით უფროსი ასაკის მაყურებელზეა გათვლილი და სამყაროს გასაცნობად პატარა უფლისწულის მოგზაურობის ამბავს ორიგინალური ფორმით გადმოსცემს.
წარმოდგენა ბათუმშიც გაიმართა. მასზე დასწრება უფასო იყო.
„რეჟისორის ამპლუაში ეს ჩემი პირველი ნამუშევარია. ამის საშუალება ახალციხის თოჯინების თეატრმა მომცა. ნაწარმოების შერჩევაში სუბიექტური ვიყავი, რადგან ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია და ალბათ, არა მარტო ჩემი. პრინცი, რომელიც მეგობარს დაეძებდა, თუმცა მას უკვე ჰყავდა მეგობარი ვარდის სახით – სწორედ ამ ფაბულაზეა აგებული სპექტაკლი, ასევე, სიკეთეზე, სიყვარულზე და ერთმანეთის გაფრთხილებაზე“ , – განაცხადა ლექსო ჩემიამ.
რეჟისორის შეფასებით, ბათუმში წარმოდგენა მაყურებელმა დადებითად მიიღო და სპექტაკლი ფოთშიც მოეწონათ.