ფოთში ახალ კორონავირუსზე ერთი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან
ფოთში ახალ კორონავირუსზე ერთი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან

ფოთის ჰოსპიტალში ვირუსის სიმპტომებით ერთი პაციენტია მოთავსებული. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.

პაციენტი ბოქსირებულ პალატაში გადაიყვანეს.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფება ერთი პაციენტი, 72 წლის მამაკაცი ფოთიდან. მას უკვე ჩაუტარდა ტესტირება და ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გაიგზავნა. პასუხები დღეს გვიან ან ხვალ დილით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.