ფოთში, აგვისტოს ომში დაღუპულთა სახელობის ქუჩებზე საქართველოს რუკის ფორმის სანომრე აბრები განთავსდება
ფოთში, აგვისტოს ომში დაღუპულთა სახელობის ქუჩებზე საქართველოს რუკის ფორმის სანომრე აბრები განთავსდება

პროექტი „ახალგაზრდების იდეა ფოთის“ ფარგლებში სხვადასხვა იდეის განხორციელება დაიწყო. მათ შორის ერთ-ერთი პირველი პროექტია საქართველოს რუკის ფორმის სანომრე აბრების განთავსება 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა სახელობის ქუჩებზე.

დღეს პირველი მსგავსი აბრა განთავსდა ფოთელი გმირი ჯარისკაცის, ოთარ კიკალეიშვილის სახელობის ქუჩაზე.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, პროექტი ახალგაზრდების იდეით ხორციელდება და აგვისტოს ომის გმირების უკვდავყოფას ისახავს მიზნად.

,,სწორედ ახალგაზრდების იდეით ხორციელდება ეს კონკრეტული პროექტი და დღეს მისი განხორციელება სიმბოლურია. იდეა ჩვენი გმირების სახელების უკვდავყოფას ემსახურება“,- განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.