ფოთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ფოთშიც. მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა კურდღელიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ, მერის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.
მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად 21 ძირი ვერცხლისფერი ცინერეა დაირგო.
„დღეს მოვიგონეთ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპული ახალგაზრდები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი დღე ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, და ასევე ყველაზე დიდი გამარჯვების დღე. 30 წელი გავიდა 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. მადლობა დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს იდეისთვის თავგანწირულ გმირებს, მადლობა და არდავიწყება მათ სახელებს!“- განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.