ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი 59 მებაჟის ტესტის პასუხები ცნობილია, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდგინდა.
კვლევა გეგმურია, ახლა ფოთში 34 მებაჟის სინჯის პასუხს ელოდებიან.
„უკვე მივიღეთ 59 მებაჟის ანალიზის პასუხები. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ამჟამად გაგზავნილი გვაქვს 34 მებაჟის ნიმუში. ვიმედოვნებთ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.