ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაშ „პისიარ“ კვლევისთვის 56 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. აქედან ოთხი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია, დანარჩენები კი მებაჟეები არიან.
„ფოთში დღეს 52 მებაჟესა და ოთხ მძღოლს ჩაუტარდა კვლევა. პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება.
ვიმედოვნებთ, რომ ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.