ფოთში 300-მდე მონადირე საპროტესტო აქციას მართავს
ფოთში 300-მდე მონადირე საპროტესტო აქციას მართავს

ფოთში 300-მდე მონადირე საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვენ, რომლის თანახმად, კოლხეთის ეროვნულ პარკსა და მის შემოგარენში შეუზღუდავი, თავისუფალი გადაადგილებისა და ნადირობის უფლება მიეცემათ.

„არსებული კანონმდებლობა გვავალდებულებს გავხდეთ კანონდამრღვევები“, – აცხადებს ასოციაცია ,,ფოთი და პალიასტომი ჩვენთვის“ თავმჯდომარე გიორგი ხომერიკი.

მონადირეები აქციის გაგრძელებას კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობასთან გეგმავენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.