ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 26 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ის ფოთის მცხოვრებია.
ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა და ბოქსირებულ პალატაში მკურნალობდა.
„პაციენტის ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი უკვე გაეწერა კლინიკიდან“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.