ფოთიდან დღეს ლუგარის ლაბორატორიაში სულ 25 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. ყველა ანალიზის პასუხი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.
„ლაბორატორიაში 25 ადამიანის ანალიზი გავაგზავნეთ. აქედან ორი ცხელების კლინიკის პაციენტია. არიან მედიკოსებიც – ერთი ჰოსპიტალის, დანარჩენები კი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები არიან. პასუხები სავარაუდოდ ხვალ იქნება ცნობილი. კარანტინი ერთ ადამიანს მოეხსნა და დარჩა ორი პირი. მათაც ხვალ ეწურებათ აღნიშნული რეჟიმის ვადა. თვითიზოლაციაში ისევ 56 მძღოლი რჩება“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.