ფოთში, 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს, გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
რუსულ აგრესიას 12 ფოთელის სიცოცხლე ემსხვერპლა, 80-მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ფოთის პორტი რუსული ბომბდამშენების მიერ 8 აგვისტოს ღამით დაიბომბა.
„14 წელი კი გავიდა, მაგრამ ასე მგონია 14 დღეა გასული, დრო არ არის მკურნალი, ძალიან მძიმეა. იმით ვამაყობ, რომ ვაჟკაცი გავზარდე, საქართველისთვის გაწირა თავი. მადლობა მთავრობას დახმარებისთვის, ყველანაირად მხარში გვიდგას“, – განაცხადა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისას ერთ-ერთი დაღუპულის დედამ, ნარგიზა სალუქვაძემ.