ფოთში 15 მოქალაქეს, მათ შორის, 10 მედიკოსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 15 ადამიანის ანალიზის პასუხები უარყოფითია. მათგან 10 მედიკოსია. „კოვიდ-19“ არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა.
„ხუთი პირი ცხელებითა და რესპირატორული სიმპტომებით ცხელების კლინიკაშია მოთავსებული. მათგან არც ერთს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. პრევენციის მიზნით, ჩვენ გეგმური ანალიზი ავუღეთ 10 მედიკოსსაც. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდგინდა. სამედიცინო პერსონალის იმ ნაწილს, რომელსაც შეხება აქვს საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებთან, 14 დღეში ერთხელ ჩაუტარდება კვლევა „კოვიდ-19“-ზე. მათი ბიოლოგიური მასალა გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.