ფოთში 118 პირის „პისიარ“ კვლევის შედეგებს ელოდებიან
ფოთში 118 პირის „პისიარ“ კვლევის შედეგებს ელოდებიან

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთში „პისიარ“ კვლევისთვის 118 პირის ბიოლოგიური მასალა აიღეს.

მისივე თქმით, მათი ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაში კვლევისთვის უკვე გაიგზავნა.

„ჩვენ გამოვიკვლევთ 118 პირს. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. იმედი გვაქვს, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდება. შეიძლება ითქვას, რომ ფოთში ვითარება მშვიდია და კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.