ფოთში 11 მოქალაქის, მათ შორის, შვიდი მედიკოსის კვლევის პასუხს ელოდებიან
ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 11 პირის ბიოლოგიური მასალაა გაგზავნილი. აქედან შვიდი მედიკოსია, ოთხ პაციენტს კი ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.
„დღეს გაიგზავნა ოთხი პაციენტისა და შვიდი მედიკოსის ანალიზი. მათი პასუხები, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. აქვე გეტყვით იმას, რომ თვითიზოლაციაში გვყავს 56 პირი, ხოლო კარანტინში სამი ადამიანი. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.