ფოთში 99 მედიკოსი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ფოთში 99 მედიკოსი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ახალ კორონავირუსზე კვლევის მიზნით, ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 99 მედიკოსის ანალიზი გაიგზავნა. არც ერთ მათგანს „კოვიდ 19“ არ დაუდგინდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ განაცხადა.

„მედიკოსების კვლევა გეგმური ხასიათისაა და პრევენციული მიზნით განხორციელდა. გამოვიკვლიეთ ის ადამიანები, რომლებსაც საეჭვო პაციენტებთან აქვთ შეხება. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. პრევენციული მიზნით, სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების კვლევები მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა ნანა მხეიძემ.

დღეს ფოთის „ცხელების კლინიკიდან“ კიდევ სამი პაციენტის ნიმუში გაიგზავნა გამოსაკვლევად, პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.