ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი პირველ ღონისძიებას თუშეთში გამართავს
ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი პირველ ღონისძიებას თუშეთში გამართავს

ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი პირველ ღონისძიებას თუშეთში გამართავს.

ღონისძიების ფარგლებში ომალოს ცენტრში გაიმართება ფოტოჩვენება ღია ცის ქვეშ და საჯარო ლექცია. ღონისძიების პროგრამა თანამედროვე მსოფლიო ფოტოგრაფიის ავტორების ნამუშევრებზე შექმნილ სლაიდშოუს და უნიკალური თუში ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის პრეზენტაციას გააერთიანებს.

ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის შექმნის იდეა ქართული ფოტოგრაფიის პიონერის ალექსანდრე როინაშვილის კავკასიური მოძრავი მუეზუმით არის ინსპირირებული.

შაბათს, 28 ივლისს ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის პირველი ღონისძიება 28 ივლისს, 20:30 საათზე ომალოს ცენტრში დაიწყება. ღონისძიება ღიაა არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც.

სამხრეთ კავკასიის მოძრავი მუზეუმი თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის ორგანიზებულია და პროექტის „სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის“ ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა. პროექტი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული.