მას შემდეგ რაც ბიატლონის 15 კმ. მასსტარტზე ოქროს მედალი მოიგო, ფრანგი მარტინ ფურკადი, ზამთრის სახეობებში, საფრანგეთის ყველაზე წარმატებული ოლიმპიელი გახდა.
29 წლის სპორტსმენისათვის ეს მეოთხე ოლიმპიური ოქროა. იგი პირველი მამაკაცია, რომელმაც გამოდევნება ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე მოიგო.
შეჯიბრის დასასრული ძალზედ დრამატული გამოდგა და გამარჯვებულის ბედი ფოტო ფინიშით გაირკვა. ფინიშის ხაზი ფურკადმა და გერმანელმა სიმონ შემპმა ერთდროულად გადაკვეთეს (35:47.3), თუმცა მსაჯებმა ოქრო ფრანგს არგუნეს.
ამ ტრიუმფის შემდეგ, ფურკადმა მედლების ოდენობით ფრანგ ლეგენდებს – ჟან კლოდ კილის (სამთო სათხილამურო სპორტი), პოლ მასონს (ველორბოლა), ფელისია ბალანჟერს (ველორბოლა) და ტონი ესტანგე (კანოე) გადაასწრო. ბრინჯაოს მედალი ნორვეგიელ ემილ ჰეგლე სვენდსენს ერგო.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე