ფოტო-ვიდეომასალა სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის პირისპირ შეხვედრიდან

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის პირისპირ შეხვედრის ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლეში ხვდება.

შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში, თანამშრომლობას ითვალისწინებს.

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ.

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ.

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ოფიციალური ნაწილი საქართველოს პრეზიდენტმა  18 თებერვალს დაიწყო. სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის სენატის პრეზიდენტმა, ჟერარ ლარშემ უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტი ასევე ლიდერ ქალებს შეხვდა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (SciencesPo) საჯარო ლექციაც წაიკითხა. 

ამასთან, გუშინ დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმა ელისეს სასახლეში უმასპინძლა.