ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში ხვალ 6-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი
სინოპტიკოსები ხვალ ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 6-ბალიან შტორმს პროგნოზირებენ. მათი განცხადებით, უამინდობა სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
„ფოთი-ყულევის სანაპირო ზოლში მომდევნო სამი დღის განმავლობაში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, სიჩქარით 15 მეტრი წამში. ზღვის ღელვა ხვალიდან 6 ბალამდე მოიმატებს“ – განაცხადა ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს წარმომადგენელმა ტატიანა კარასევამ პირველ არხთან საუბრისას.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საშტორმო მდგომარეობა 24 ნოემბრამდე შენარჩუნდება.