ფოთის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას
ფოთის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას

ფოთში, ორივე ბლოკ-პოსტზე სამართალდამცავები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ისინი ამოწმებენ თითქმის ყველა ავტომანქანას. ხელისუფლების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში უსაფრთხოების ნორმები კიდევ უფრო გამკაცრდება და დაიწყება მასიური თერმოსკრინინგი.

„აღნიშნულ ბლოკ-პოსტებზე ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქში შემომსვლელი მანქანების შემოწმება. განსაკუთრებით კონტროლდებიან სატვირთო მანქანები, ასევე უცხოელი მძღოლები. ვფიქრობ, შედეგად, მინიმუმამდე იქნება შემცირებული ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა. აქ თერმოსკრინინგის გარდა სხვა სახის შემოწმებებიც მიმდინარეობს და ყველა საეჭვო შემთხვევაში პროცესში ერთვებიან მედიკოსები“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.