ფოთის საოლქო კომისიაში პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით 19 საჩივარია შესული
ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით 19 საჩივარია შესული, – ამის შესახებ საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაიამ განაცხადა.
რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩელის 55,08 პროცენტმა. ფოთში სულ 33 საარჩევნო უბანია, მათგან ერთი სპეცუბანი.
„33-ვე საუბნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი მოვიდა საოლქო-საარჩევნო კომისიაში. ეს ოქმები შეჯამდა, სისწორე იყო ამ უბნებში. რაც შეეხება გარკვეულ უბნებს, ისინი საჭიროებენ შესწორების ოქმის დართვას, რომელიც გაკეთდება დღეს ყველა უბანზე. რაც შეეხება საჩივრებს, ამ დროისთვის საოლქო-საარჩევნო კომისიაში შესულია 19 საჩივარი, თუმცა ეს არის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებული, არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. საბოლოოდ, შემიძლია ვთქვა, რომ 70-ე ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიის პერიმეტრზე მშვიდ ვითარებაში ჩატარდა არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული პროცედურული დარღვევები. საჩივრებიდან უმრავლესობა არის აღმოფხვრილი, დანარჩენებზე კი საოლქო კომისია იმსჯელებს“, – აცხადებს 70-ე საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაია.