ფოთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით ოთხი პირია მოთავსებული
კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით ფოთის სამედიცინო ცენტრში ოთხი პირია მოთავსებული.
კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი ბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 56 წლის, 33 წლის, 42 წლის მამაკაცები ფოთიდან, ასევე – 23 წლის მამაკაცი ოზურგეთიდან. მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. ბიოლოგიური მასალის კვლევა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში მოხდება. პასუხები სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.