ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ ალექსანდრე ტყებუჩავა აირჩიეს 
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ ალექსანდრე ტყებუჩავა აირჩიეს 

ფოთის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით ალექსანდრე ტყებუჩავა გახდა. მან „ქართული ოცნების“ წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული თანამდებობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებმაც.

„მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს ჩემი არჩევისთვის. ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ჩემი ქალაქის წინაშე და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში, მაქსიმალური მოტივაციით, ვიდგები ფოთისა და ფოთელების ინტერესების სადარაჯოზე. ასევე, ვეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო ფოთის უკეთესი სოციალური და ინფრასტრუქტურული გარემოს ჩამოყალიბებაში. მინდა, მივულოცო დეპუტატებს ფოთელი ამომრჩევლის ნდობა და ამ ნდობის დამსახურება, ვუსურვო მათ წარმატებები. ასევე, მინდა, მივულოცო ქალაქ ფოთის მერს – ბატონ ბექა ვაჭარაძეს არჩევნებში ღირსეულად გამარჯვება. დარწუნებული ვარ, ერთობით, ერთსულოვნად, ერთიანი ძალისხმევით, შევქმნით უკეთეს და ახალ პერსპექტივებს. მჯერა, მომავალი ოთხი წელი ჩვენთვის იქნება მთავარი, ვუეთრგულოთ ჩვენი ქალაქის განვითარებას და სურვილს ჩვენი მოსახლეობისა, რომ ფოთი ვაქციოთ უკეთეს ქალაქად“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ.